"ადეიშვილმა ქვეყანა დატოვა, მერაბიშვილი საქართველოში დარჩა"- 2 მინისტრის 2 ისტორია გოგა ხაჩიძისგან
სოც.მედია - 16:50, 03 Jun, 2015     3123
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე 2012 წლის არჩევნების შენდგომ განვითარებულ მოვლენებს და ამ ფონზე საქართველოს მთავრობის წევრი 2 მინისტრის ისტორიას იხსენებს.

„2 ოქტომბერი, 2 მინისტრი, 2 ისტორია.

ნაციონალური მოძრაობის მინისტრთა კაბინეტში ორი გამორჩეული მინისტრი იყო - ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
განსხვავებული თავისი გავლენით, მუშაობის სტილით და შესაბამისად - პასუხისმგებლობით.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არა ეს ორი მინისტრი, ქვეყანაში ვერ განხორციელდებოდა უამრავი წარმატებული პროექტი, არა მხოლოდ უშუალოდ მათ დაქვემდებარებულ სფეროში, არამედ ზოგადადაც.
ორივე მათგანს ობიექტურად დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე.
ორი მინისტრის ორი განსხვავებული ისტორია, 2 ოქტომბრის საარჩევნო მარცხის შემდეგ იწყება.

მხოლოდ ფაქტები:

ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა დატოვა, ვანო მერაბიშვილი საქართველოში დარჩა.
მძიმე დრო იყო...

ზურას წასვლამ, რბილად რომ ვთქვათ, არ მოახდინა კარგი გავლენა აქ დარჩენილ თანაგუნდელებზე, თანამებრძოლებზე, რიგით მხარდამჭერებზე.

ვანო არა მხოლოდ დარჩა, არამედ აქტიურად ჩაერთო პარტიის გამხნევების და გადარჩენის საქმეში.
სხვებთან ერთად პასუხისმგებლობა აიღო მძიმე წუთებში და 19 აპრილის აქციაც შედგა.

ორივე ყოფილ მინისტრზე საქმე (საქმეები) აღიძრა.
ერთზე ძებნა გამოცხადდა, მეორე უკვე „მოძებნილი” იყო და შესაბამისად კვირაში ორჯერ დაკითხვაზე ატარეს.

ცოტა ხანში ვანო ციხეში ჩასვეს, ზურა ისევ ძებნაზე დარჩა.
ვანო დღესაც ციხეშია, ზურა კი უკვე აქტიურად მუშაობს უკრაინაში.

ვანოს, ციხის კედლების მიმდებარე ქუჩებიდან, დაბადების დღეებს აქციებით ვულოცავდით, ზურას ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან მოხსნას.

შეიძლება პარალელების გავლება მთლად რელევანტური არაა, მაგრამ გინდა-არ გინდა სულხან-საბა ორბელიანის „იხვი და მყვარი” გახსენდება.
პირველად რომ ეს იგავი წავიკითხე, მაშინვე გამიჩნდა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და სკოლაში მასწავლებელსაც ბევრი ვეკამათე.

იხვი და მყვარი

„ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა.
ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა.
იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო!
მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!
იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა.
მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა.
ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო?
მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო."

ამ პოსტის მიზანი არაა ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის შედარებითი დახასიათება, არც „განსხვავებული მინისტრების სახეები ნაციონალურ მოძრაობაში”.
უბრალოდ ძალიან მოკლედ მოვყევი ერთი პოლიტიკური ძალის, ორი მინისტრის - ორი განსხვავებული ისტორია, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.
ალბათ იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ორი განსხვავებული ისტორია ერთმანეთს ავსებს და საბოლოო ჯამში ერთი საერთო ისტორიაა.
დანარჩენი პრინციპების საკითხია.

p.s.
ცალკე ამბავია ბაჩო ახალაია, რომელიც პრაქტიკულად იმისთვის დაბრუნდა, რომ დაეჭირათ.
სხვა ამბავია გიგი უგულავაც, რომელიც პრაქტიკულად იმიტომ მიდიოდა, რომ დაეჭირათ.
ესეც - ორი შეგნებული არჩევანი.
მათზე ალბათ სხვა დროს...“- წერს გოგა ხაჩიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42