ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ლობისტად - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 14:23, 03 Jun, 2015     923

„ჩვენ, კიდევ ერთხელ მივიღეთ, ძალიან მყარი გარანტია იმისა, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ ლობისტად ევროინტეგრაციისა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში“ - დღეს, 3 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვე მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

,,ესტონეთის პრეზიდენტმა, ბატონმა ილვესმა ამ შენობაში შემოსვლისას გაიხსენა მისი ბოლო ვიზიტი ამ შენობაში. ეს იყო 2008 წლის აგვისტო, ის დღეები, როდესაც რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ჯერ კიდევ ბომბავდა და ყველას კარგად გვახსოვს, რომ ილვესი იყო ერთ-ერთი პირველი იმ პრეზიდენტთაგანა, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში მიუხედავად დახურული საჰაერო სივრცისა, არსებული პრობლემებისა და ამით ფასდაუდებელი დახმარება აღმოგვიჩინა ჩვენ, ქართველებს და საქართველოს. ამიტომ, როდესაც ესტონეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მით უმეტეს ბატონი ილვესი საქართველოში ჩამოდის, ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მყარად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ არის მარტო, საქართველოს ჰყავს ნაცადი მეგობრები მსოფლიოში და ესტონეთი არის ერთერთი მათგანი.

ჩვენ ძალიან მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ, სამთავრობო დონეზე, საპარლამენტო დონეზე, კულტურული ურთიერთობების დონეზე, საგანმანათლებლო საკითხებში. დღეისთვის, ესტონეთში 150- მდე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის, სამხედრო სპეციალობას და საქართველოში უკვე 50-მდე ოფიცერმა მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება ტალინის სასწავლებელში. ასე,რომ ეს არის სამაგალითო ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ეს ურთიერთობა გაგრძელდება.

ჩვენ, ცხადია, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც ერთად გვაქვს ქართველ და ესტონელ ხალხს - ეს არის რუსული აგრესია, რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა იმპერია და ცხადია, ამ გეგმებში, რუსეთის გეგმებში, არის არა მხოლოდ საქართველო, არამედ კიდევ სხვა ქვეყნები და ტერიტორიები. ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და ომის, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებას. ჩვენ მივიღეთ, კიდევ ერთხელ, ძალიან მყარი გარანტია იმისა, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ ლობისტად ევროინტეგრაციის პროცესში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. ასე რომ, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დასტური იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ გაგრძელდება“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შედმეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტიის თავჯდომარისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კბაჭანტირაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42