„არა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას”! - პაატა დავითაია facebook აქციას იწყებს
პოლიტიკა - 14:04, 03 Jun, 2015     1221
პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას უარი თქვან რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე.

„საქართველოს მთავრობა აპირებს გაასხვისოს საქართველოს რკინიგზა. რუსეთის კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოს რკინიგზის ყიდვით. სხვადასხვა მედია საშუალებებით კეთდება განცხადებები რუსეთის და სომხეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რკინიგზის-აფხაზეთის მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე საუბრობს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობაც. რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის მიერ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე. გამომდინარე აქედან, ჩვენი მთავრობის რუსეთთან დიალოგის გაურკვეველ ფორმატებში (საუბარია კარასინი-აბაშიძის ფორმატზე) არ არის გამორიცხული განხორციელდეს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იმიტომ რომ, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, დევნილები არ არიან თავიან სახლებში დაბრუნებულნი, აფხაზეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამიტომაც რკინიგზის აღდგენა ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რაც ყოვლად მიუღებელია და ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს დღევანდელი ხელისუფლბის პირობებში. ამიტომ, ჩვენ პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ვიწყებთ აქციას facebook-ის სპეციალურად შექმნილი გვერდის საშუალებით „არა რკინიგზის ფხაზეთის მონაკვეთის გახსნას“.

ყველას, ვინც ეთანხმება ჩვენს მოსაზრებას, მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ, მოგვაწოდონ თავიანთი კოორდინატები, რათა შევძლოთ მათთან დაკავშირება. აქციის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში მოვაწყოთ მჯდომარე აქცია ენგურის რკინიგზის ხიდზე და გადავკეტოთ ის, რათა არ მივცეთ მატარებელს რკინიგზაზე მოძრაობის საშუალება“,-აცხადებს პაატა დავითაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42