„რაც დღეს ჩაზნექილ სუფრებთან ღიპიანი კაცების სალაპარაკოა“ - რამაზ გიგაური
სოც.მედია - 15:00, 03 Jun, 2015     3024
„თუ შევადარებთ ჩვენს ცეკვებსა და ხალხურ სიმღერებს ჩვენს რეალურ ცხოვრებას, ყოფას, იმ წუთასვე ნათლად დავინახავთ რეალურად სად ვართ“, - წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური და ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტზე მიღებულ შთაბეჭდილებასა და საკმაოდ საინტერესო დასკვნებს უზიარებს ფბ. მეგობრებს.
რამაზ გიგაური: „გუშინ „რუსთავის“ კონცერტს დავესწარი, რომელიც „იავნანას“ საქველმოქმედო მიზნებისთვის ჩატარდა. არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე ასეთი ქართული კონცერტი. უმაგრესი იყო. თუმცა ამ უმშვენიერესმა საღამომ ერთ თან კარგ და იმავდროულად სამწუხარო აზრამდე მიმიყვანა
იმ ქართველობას ისტორიულად რომ არსებობდა ჩვენში, თავის გმირობებით, ხმლებით, ფარებით, თავგანწირული ბრძოლებით და საერთოდ ყველაფრით, რაც დღეს ჩაზნექილ სუფრებთან ღიპიანი კაცების სალაპარაკოა, ვერავინ ვეღარ წაგვართმევს. ვერც „გარყვნილი ევროპა“, ვერც ლოთი და დეგრადირებული რუსეთი. მარსიანელებიც რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქართველობას ვერ წაიღებენ. წერტილი.
ეს კარგი ამბავი. რაც შეეხება ცუდს...
ქართველობას იმიტომ ვერ წაგვართმევენ, რომ ის აღარ არსებობს - აი ეს ქართველობა მხოლოდ ჩვენს ცეკვებში და სიმღერებში დარჩა!
ჩვენი ცეკვები და სიმღერები - არის ჩვენი თავგანწირული ისტორიის ერთგვარი იმიტაცია, ღვთიურ რიტუალამდე აყვანილი. იქ არის თქვენი ღვთისმშობლის წილმხვედრობაც, მარაბდაც, კრწანისიც და 78 წლის ერეკლე II-ს მოქნეული ხმალიც.
რეალურ ცხოვრებაში კი... აღარ არის.
არის დამცირებული, დაქცეული, საშოვარს გადაგებული ქვეყანა, დამცირებული ინტელექტუალები და გასიებული მინისტრები (თავის რამდენიმე ათასიანი პრემიებით და დანამატებით), ჯიპიანი მამაოებით და „სტაიანშიკების“ ხელზე კოცნებით და საერთოდ თავის ყველაფრით თუ შევადარებთ ჩვენს ცეკვებსა და ხალხურ სიმღერებს ჩვენს რეალურ ცხოვრებას, ყოფას, იმ წუთასვე ნათლად დავინახავთ რეალურად სად ვართ“.



ანსამბლი "რუსთავი" 02.06.2015
ფოტოები - ალექსანდრე ახალაიას









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42