ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელზე წერს.
„ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჟურნალისტი, ნაფტალ ბენდევიდი.
„საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც სულ 3 კვირაა თანამდებობაზე დაინიშნა, გასულ კვირას ბრიუსელში იმყოფებოდა და ჩრდილოატლანტკური ხელშეკრულების ორგანიზაციას , არწმუნებდა, მომავალი წლის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის დაეჭირა მხარი“ - ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, ნატო-ს ლიდერები გასული წლის უელსის სამიტზე, საქართველოს "არსებით პაკეტს" და "საბოლოო წევრობას" დაჰპირდნენ. თუმცა, საქართველოს, რომელსაც ნატო-ს სამხედრო მისიაში სერიოზული წვლილი შეაქვს, უფრო მეტი სურს. კერძოდ, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ ბოლო ნაბიჯი - „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა სურს“. „თუმცა, ნატო-ს ზოგიერთი წევრი სვამს კითხვას, არის თუ არა საქართველო საკმარისად დემოკრატიული და ამით გავხსენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს მეზობელი რუსეთი აკონტროლებს" - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თინა ხიდაშელის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი საქართველოში წინასარჩევნო კამპანიის აქტიურ პერიოდს ემთხვევა, ამიტომაც ალიანის მიერ MAP-ის მიუცემლობა, საქართველოს პროდასავლური პარტიებისთვის დარტყმა იქნება.
„თუკი ვარშავიდან უარყოფითი პასუხი იქნება - შეგიძლიათ ჩემი სიტყვა დაიმახსოვროთ, მე არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ამას ექნება დაუყოვნებლივი გავლენა არჩევნების შედეგებზე"- განაცხადა ხიდაშელმა.
ჟურნალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშრთან პარტნიორობის,პოლიტიკურ და ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ქვეყნის ორი რეგიონი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული. რუსეთის პრეზიდენტმა, აფხაზეთსა და ცხინვალთან „ხელშეკრულებებს“ მოაწერა ხელი, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ აღიარებს.
სტატიის თანახმად, თინა ხიდაშელის თქმით, თუკი მომავალ წელს ალიანსი მონტენეგროს მიიღებს, შემდეგი საქართველო უნდა გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები






