"საქართველოში, ამ ხელისუფლებაში და საზოგადოებაში , არავის უხსენებია „მეგობრული ურთიერთობა“, იმიტომ რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. როგორ შეიძლება იმეგობრო და ისაუბრო მეგობრულ ურთიერთობებზე ქვეყანასთან, რომელმაც არა მხოლოდ ოკუპაცია მოახდინა, არამედ ახლაც ახდენს ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. ამ დროისთვის საქართველოს 20% ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გადავწყვიტოთ ზოგიერთი ჰუმანიტარული პრობლემა. როდესაც გაივლო საოკუპაციო ხაზი ოჯახები დაიშალა, ერთ მხარეს დარჩნენ მშობლები, მეორე მხარეს შვილები. ეს ჰუმანიტარული საკითხებია. ამ და ვაჭრობის საკითრხებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით არაოფიციალური ფორმატი. ჩვენ არ აღგვიდგენია დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ არ გვაქვს სალეჩო., სამაგიეროდ რუსეთმა გახსნა საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში. ვიმეორებ, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ რუსეთთან ომის შემდეგ არ გვქონია და არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს დღეისთვის შეუძლებელია, როცა ოკუპანტი ტანკებით თბილისიდან 30 მეტრში დგას.
აღნიშნული არაოფიციალური ფორმატი- ერთადერთია, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ხვდება და ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებზე საუბრობენ, მეგობრობა, რა თქმა უნდა შეუძლებალია და შეუძლებელი იქნება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით , სიტუაცია იყოს იმგვარი, რომ არ მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და საქართველოდან მოშორება. ამიტომ, როდესაც ე.წ ხელშეკრულებები გაფორმდა მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს შორის, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის დე ფაქტო ანექსია. იმ ხელისუფლებასთამ , რომელსაც დე ფაქტო ანექსიაში ბრალს სდებ ამავდროულად მეგობრობაზე საუბარი შეუძლებელია, ასეთი არც ყოფილა, არც იქნება და არ შეიძლება იყოს.“- განაცხადა თეა წულუკიანმა ukrinform.ua-სთან ინტერვიუში
მასალის გამოყენების პირობები






