საქართველოში ოლიგარქები არ გვყავს - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 11:42, 03 Jun, 2015     1616

უკრაინული გამოცემა „უკრინფრომი“ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.

- ქალბატონო მინისტრო, უკრაინაში ბევრი ქართველი მუშაობს, მათ შორის ისინიც, რომლებზეც ძებნა გამოაცხადეთ და მათი დაკავება გსურთ. ზოგიერთ მათგანს შესაძლოა სამინისტროს დერეფანშიც კი შეხვდით. დისკომფორტი არ გიგრძვნიათ?

საბედნიეროდ არცერც მათგანს არ შევხვედრივარ, თუმცა საქართველოს იუსტიციის მოადგილეს, გეწაძეს შევხვდი. ის არ იდევნება. ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს აქვთ, რომელიც ახლა კიევში ექსპერტია, რამდენადაც ვიცი. ეს კითხვა ჟურნალისტებმა გუშინაც დამისვეს. მესმის, რომ ძალიან გაინტერესებთ. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია : ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღლა დგას და ამას ვერავინ და ვერაფერი გააფუჭებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პროკურატურა იანუკოვიჩის მთავრობის რომელიმე წევრზე სამართლებრივ დევნას დაიწყებს, საქართველოში მაღალი რანგის თანამდებობებზე ისინი არასოდეს არ დაინიშნებიან.

- უკაცრავად, კორექტულია ამგვარი შედარება? თქვენ სააკაშვილისგან ქვეყანა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არ ჩაგიბარებით, ჩვენ კი იანუკოვიჩისგან დანგრეული უკრაინა მივიღეთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა მთავრობის დროს არ ყოფილა სისხლის სამართლის დარღვევები. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ კარგი გამჭვირვალე იუსტიციის სისტემა, რაც მილიონები დაჯდა, თუმცა იცით, რომ ეს მილიონები ჩემმა წინამორბედებმა ბიზნესმენებს ტერორისა და ციხის დახმარებით წაართვეს.
- ოლიგარქები, რომლებსაც ბევრი აქვთ მოპარული და მთავრობაში მოდიან, არის თუ არა დანაშაული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე?

არა, სააკაშვილის დროს ბიზნესმენები არ იპარავდნენ და კორუფცია არ იყო, კორუფცია არც დღეს არის. დღეს უკეთესი სიტუაციაც კი გვაქვს კორუფციასთან ბრძოლაში, ვიდრე მაშინ. ჩვენ არ გვყავს ბევრი ოლიგარქი, საერთოდ არ გვყავს. არიან ბიზნესმენები, რომლებიც საქმეს კარგად აკეთებენ, ისინი არ ქურდობდნენ. იხდიდნენ გადასახადებს და მუშაობდენ, სანაცვლოდ კი მათ ატერორებდნენ. დღეს ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ. წინა ხელისუფლება სპეცეფექტებისა და ფასადების ხელისუფლება იყო. მაგალითად, განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდა ე.წ. „სატელევიზიო დაკავებებს“. როდესაც ატარებ სამართლებივ რეფორმას და დამნაშავეს აკავებ კამერების, ტელევიზიების თანლხებით და ამბობ, რომ ს არის ჩემი რეფორმა - კორუფციასთან ბრძოლა.

- გადაჭარბებული პიარი ყველა პირველ პირს აერთიანებს, მიუხედავად დროისა და ტერიტორიისა.

ყველას არა. დღევანდელ საქართველოში ასე არ არის. 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალმხა მასიურად განუცხადა „არა“ წინა ხელისუფლებას. მე მესმის, რომ ჩვენი წინამორბედები სამსახურებს ეძებენ. ვიმედოვნებ, რომ ისინი უკრაინელ ხალხს საუკეთესოს მისცემენ, რაც შეუძლიათ, თუ შეძლებენ. მაგრამ თუკი თქვენ იანუკოვიჩისგან ეკონომიკის ნგრევა მიიღეთ, ჩვენ მივიღეთ ნგრევა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ციხეებში ძალიან რთული ვითარება გვქონდა. არ გვქონდა თავისუფალი სასამართლო სისტემა, ყველაფერს პროკურორები აკონტროლებდნენ, ჩვენ ყველას გვისმენდნენ. არ არსებობდა ერთი ევროპული კონვენციაც კი, რომელსაც სააკაშვილი არ არღვევდა. ევროსასამართლოში, სადაც მე ვმუშაობდი, ასობით ქართველის განცხადება მივიღე, რომლებიც ამბობდნენ: „ვიტანჯებით, გვატერორებენ, არ გვაქვს თვისუფლება, სუნთქვაც კი არ შეგვიძლია.“ რატომ? იმიტომ რომ ამას ეწოდებოდა „რეფორმები.“ ვარდების რევოლუცია - კარგი , მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა დიდი შეცდომა იყო. ჩვენი, ქართველების შეცდომა. და ისტორიამ ეს დაგვანახა. რევოლუციის გუნდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ველოდით, მაგალითად ზურაბ ჟვანია. ის იყო დემოკრატი, რომელიც მიხდვა რომ ადამიანების ციხეში გაშვება რეფორმა არ იყო. ასე რომ, თუ კორუფციასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, გასული წელს საერთაშორისო ორგანიზაცია TRACE International-მა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს შორის მე-11 ადგილზეა. კორუფციასთან ბრძოლას ვაგრძელებთ, მაგრამ სხვა საშუალებებით - არანაირი ტოტალური რეპრესიები, ყველაფერი კანონის ფარგლებში.

- თქვენთვის ახლა საუბარი ადვილია, რადგან სააკაშვილმა დაანგრია კორუფცია. ახლა კი მუშაობა ევროპული მეთოდებით შეგიძლიათ...

შესაძლოა, მაგრამ ევროპული მეთოდებით მუშაობა მან მაშინაც ვერ შეძლო, როცა ხელისუფლებაში იყო. მას არავინ უშლიდა ხელს, მაგრამ მან არ იცოდა როგორ ემუშავა ევროპული მეთოდებით. რეპრესიების მანქანის ამუშავება ყველაზე მარტივია. მუშაობა ევროპული სტანდარტების და კანონის შესაბამისად - უდიდესი საქმეა. სააკაშვილს ამის მოთმინება არ ჰქონდა, ის ჰიპერაქტიული ადამიანია, მას არ შეუძლია მოითმინოს და მიჰყვეს ხანგრძლივ პროცესებს. ევროპული სტანდარტები - რაფინირებული სამუშაოა. ადამიანის უფლებების დაცვა არ არის მარტივი. ამიტომ ჩვენ ვიცით, როგორ ვიმუშავოთ. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა პრევენციაზეც, ამიტომ დღეს უკვე სკოლაში ვასწავლით ბავშვებს, რა არის კორუფცია და რატომ არ არის ეს კარგი. პარალელურად ვაღრმავებთ რეფორმებს, რომლის დახმარებითაც სოფლების ადმინისტრაციულ ოლქებში მომსახურება გამჭვირვალე, კომფორტული და ხელმისაწვდომია და თავში აზრად არავის მოუვა, თანამშრომელს ფული შესთავაზოს. ასე, რომ ეს კომლექსური საკითხია. არავინ მოგატყუოთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეფექტური, მხოლოდ რეპრესიებისთ არის. ეს ხანგრძლივი პროცესია. არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ დღეს კორუფცია დავძლიეთ და სხვალ არაფერი უნდა გავაკეთოთ. კორუფციასთან ბრძოლა ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს. ამიტომაც მივიღეთ რეიტინგში შარშანდელი შედეგი. საინვესტიციო კლიმატი ჩვენს ქვეყანაში კარგია, იმდენად რამდენადაც ეს რეგიონში შესაძლებელია“ - განაცხადა წულუკიანმა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42