წულუკიანის თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის საქართველოში ჩატარება ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგია.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენცია საქართველოში ჯერ არასდროს ჩატარებულა და მისი მიზანი ევროპის ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაა.
„ეს იმ რეფორმების შედეგია, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გავატარეთ. რამაც გამოიწვია ის, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, მმართველი კომიტეტის წევრად ათ ქვეყანას შორის აგვირჩიეს.
მიზანი არის, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ, როგორ ვმართავთ ქვეყანას, როგორია ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მთავრობა. საქართველო ევროპის ქვეყნებში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი მაგალითი,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ კონფერენცია ხვალ დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






