პრემიერ-მინისტრი თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონული კონფერენციას დაესწრო. მან სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილებს. ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლის ოქტომრბის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა მთავრობის გამჭირვალედ მუშაობას და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მსოფლიოში 29-ე ადგილი უკავია.
„ღია მმართველობის პარტნიორობა” ჩემთვის პირადად და მთავრობის თითოეული წევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე იდეა, ან ინიციატივა. ინსტიტუციონალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, მხოლოდ ინსტიტუტების ცვლილება არ არის საკმარისი. საჭიროა ასევე ცვლილება ინსტიტუციონალურ კულტურაში. ჩვენ შევცვალეთ და მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას. ღია მმართველობა, როგორც პრინციპი არის სწორედ ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილი. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ღია მმართველობის პარტნორობა ჩვენი რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






