ევროკავშირი საქართველოს 65 მილიონი ევროს დახმარებას 100 მილიონამდე გაუზრდის
პოლიტიკა - 10:42, 03 Jun, 2015     978
თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილია.

სხდომაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა; ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივებს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
სხდომაზე, მხარეებმა, ასევე, განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიმდინარე თანამშრომლობა; მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. სხდომაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის ინტენსიფიკაციის საჭიროებაზე..

ასოცირების კომიტეტის შემდეგ გაიმართა კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივი პრეს-კონფერენცია, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელმა გუნარ ვიგანდიმ განცხადება საქართველოს ყოველწლიური 65 მილიონი ევროს დახმარების 100 მილიონამდე გაზრდის შესახებ გააკეთა.

პრესკონფერენციაზე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემაც გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ კომისია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს პოზიტიურად შეაფასებს. მისი თქმით მოლოდინია, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი ჯგუფი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42