„ჩვენ გვაქვს საქმე შულერთან, შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდებით?სათამაშოდ შულერთან არ უნდა დაჯდე, ამ კაცს უკვე გამზადებული აქვს და აშკარად გააყალბა აღწერის შედეგები. არ არის საქართველოში 3,7 მილიონი მოსახლეობა, ეს ისეთი სისულელეა. 2008 წლის გარდა ყოველ წელწადს პოზიტიური ბალანსი იყო შემოსვლის და როგორ ააორთქლა ხალხი, კიოა? მაგრამ ნახეთ სად წაიყვანა, რუსეთში დააფიქსირა , რომ არის 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ რუსეთში ჩვეულებრივად გაიხსნება საარჩევნო უბნები და ზუსტად იციან როგორ ჩამოიტანონ რუსეთიდან ხმები ... რუსეთში 800 ათასი საქართველოს მოქალაქე არა, ტოროლა... რუსეთში მაქსიმუმ არის 200 ათასი მოქალაქე ... ეს ხომ წინასწარ გამოაცხადა ამ სტატისტიკით რომ არჩევნები არ იქნება და „მე , ზურაბ აბაშიძე და პუტინი დავთვლით ამ ხმებს“... ასე რომ რა პროცენტებს ვითვლით დღეს? ეს კაცი არსად წასვლას არ აპირებს“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






