"საქართველოში ვალუტის კურსი, როცა გადავაბარეთ ივანიშვილს იყო 1,62, იმაზე ნაკლები ვიდრე შევარდნაძის დროს ჩავიბარეთ. კურსი ეფუძნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ნახევარი წლის განმავლობაში ვიცოდით რა კურსი იქნებოდა. ახლა კურსი გაუგებარია. ჩვენ დავუტოვეთ ბევრი ფული. მე ვაკონტროლებდი რომ ეს ფული არ მოეპარათ. ეს იყო რამდენიმე მილიარდი. მათ დიდი ნაწილი ფულის მოიპარეს, ნაწილი დახარჯეს იაფფასიან პოპულიზმზე. ეს ფული დამთვარდა. ბიუჯეტში გარღვევაა. პრაკრუტკებით შეასრულებენ. ახალი ინვესტიცია არ შემოდის".
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ლარს არსებულ კურსზე ჯერ კიდევ ტურიზმი აჩერებს:
"ერთადერთი რაც ლარს აჩერებს, ეს არის მათ მიერ დაწუნებული და ჩემს მიერ თავსმოხვეული ტურიზმი. მე მჯერა რომ საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი. და გახდება კიდევ უფორ მიმზიდველი ტურიზმისთვის, ამას ყველა სკეპტიკურად უყურებდა." -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






