,,მოლდოვაში ივნისში დაანონსებული პრემიერის ვიზიტი არ შედგება“ - მამუკა კუდავა
პოლიტიკა - 21:13, 02 Jun, 2015     1270
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა კუდავას ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის ივნისში დაანონსებული ვიზიტი მოლდოვაში არ შედგება. ამის შესახებ კუდავა საკუთარი ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ყოფილი ელჩი ამბობს, რომ მან ინფორმაცია რუმინეთში ყოფნისას, მისი ერთ-ერთი კოლეგისგან მიიღო.

,,მოლდოვაში ივნისში დაანონსებული პრემიერის ვიზიტი არ შედგება. პრემიერის ადმინისტრაცია თარიღის დაზუსტებაზე საუბრობს.

არადა, ჩემი ინფორმაციით, რომელიც რუმინეთში ყოფნისას ერთ-ერთი მოლდოველი ნაცნობისგან მივიღე, საქართველოს პრემიერი უბრალოდ არ არის სასურველი სტუმარი, ამ ეტაპზე მაინც. რატომ? იმიტომ, რომ მისი და საერთოდ მთავრობის პოზიცია მეგობარი ქვეყნის მიმართ „სულელური და გაუგებარია“ (იგულისხმება საქართველოს მთავრობის უკმაყოფილება და სატელეფონო ზარები ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების მოლდოვაში ვიზიტების და რეფორმებში დახმარების საკითხზე).

მოკლედ, ოცნების მთავრობამ საქართველოს ჯერ უკრაინასთან გაუფუჭა ურთიერთობები, შემდეგ - ირანთან, ეხლა უკვე - მოლდოვასთან. ამას დიპლომატიური კრახიც შეიძლება ეწოდოს, რაც ახლომხედველობითა და სახელმწიფო სტრატეგიულ ინტერესებში პრიორიტეტების აღრევითაა გამოწვეული“ - წერს მამუკა კუდავა.

გასულ კვირას საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელდა ინფორმაიცა, რომლის თანახმადაც, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით მიიწვია. პრემიერის ადმინისტრაციის მიერ ვიზიტის დრო ივნისი სახელდებოდა. თუმცა თაირღი ამ დრომდე დაზუტებული არ არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42