„საქართველოსთვის ძალიან კარგი ინსტრუმენტია ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მისი კომპონენტი. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც უფრო ახლოს მიგიყვანთ ევროკავშირთან. რასაკვირველია, შეთანხება იძლევა ახალ რესურსებს, რომელიც საქართველოს განკარგულებაშია. შეთანხმების იმპლემენტაციის შემდეგ პირველ 6 თვეში – სექტემბრიდან მარტამდე საქართველოდან ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში 12 პროცენტით გაიზარდა. ამიტომაც არის ამ შეთანხმების სავაჭრო ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანი.
უნდა ვიფიქროთ ევროინტეგრაციაზე, როგორც პროცესზე. რეალურად, ეს არის სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის გამოყენება იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც ევროკავშირი გთავაზობთ, რომ სახელმწიფო ააშენოთ - ანუ სახელმწიფო სტრუქტურები უკეთესად ამუშავდნენ, მოხდეს სახელმწიფო სისტემის რეფორმა, კოორდინაციის გაზრდა სხვადასხვა სამინისტროს შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, ფიტოსანიტარული კონტროლი შეიძლება ძალიან მოსაწყენი თემაა, მაგრამ ეს გახლავთ ის დეტალი, რომელიც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საკვები არის უსაფრთხო. ფიტოსანიტარული კონტროლი ჩრდილოელი მეზობლისგანაც გაქვთ დაწესებული, მაგრამ ეს სულ სხვა რამ არის. ჩვენ ამას არ ვგულისხმობთ", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






