ომბუდსმენი სექსისტური რეკლამების თაობაზე სანქცირების სისტემის შემოღებას მოითხოვს
პოლიტიკა - 19:07, 02 Jun, 2015     1054
გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო სივრცის დახვეწის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა ტელემაუწყებლობაში დამკვიდრებული სექსისტური რეკლამების თაობაზე კანონმდებლობაში დეფინიციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებებით მიმართა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ომბუდსმენის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება

„გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო სივრცის დახვეწის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებებით მიმართა ტელემაუწყებლობაში დამკვიდრებული სექსისტური რეკლამების თაობაზე კანონმდებლობაში დეფინიციის განსაზღვრის შესახებ.

სახალხო დამცველის წინადადება ტელემაუწყებლობაში დამკვიდრებული სექსისტური რეკლამების თაობაზე ითვალისწინებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში სექსისტური რეკლამის დეფინიციის განსაზღვრასა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი სანქცირების სისტემის შემოღებას. წინადადებას ამყარებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

ევროსაბჭო უკანასკნელი წლებია ამ საკითხითაა დაინტერესებული. ნეგატიური სტერეოტიპების დასამსხვრევად და გენდერული თანასწორობის გაზრდის მიზნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის 1751 რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს კანონმდებლობაში შეიტანონ დისპოზიციები, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე რეზოლუციის თანახმად, მედიაში გამოყენებული სექსისტური სტერეოტიპების გავლენა საზოგადოებრივ და განსაკუთრებით ახალგაზრდების აზრის ფორმირებაზე არის სავალალო, ეს სტერეოტიპები უკვდავყოფენ ქალისა და კაცის მარტივ, უცვლელ, კარიკატურულ იმიჯს, ამართლებენ ყოველდღიურ სექსიზმს და დისკრიმინაციულ პრაქტიკას და შეუძლიათ გააადვილონ ან გაამართლონ გენდერული ნიშნით ძალადობა.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება სექსისტური რეკლამების აკრძალვა ტელემაუწყებლობაში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისა და პრაქტიკაში მათი აღსრულების ხელშესაწყობად.“- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42