ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ბიძინა ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის შეძენას და გამოხმაურებებს, რომელიც ამ ფაქტმა გამოიწვია სოციალურ ქსელში სახუმარო პოსტით ეხმიანება:
"სოთბის" აუქციონის ექსპერტ-მონიტორების სკანდალური დასკვნა-განცხადება ნახატ "არსენალის მთა ღამით" ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
როგორ ექსპერტების ჯგუფი ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის კაზუსთან. ნახატი რომელიც ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" გვეგონა სინამდვილეში აღმოჩნდა "არსენალის მთა" , რომელიც ღ ა მ ი თ დახატა თავად ბიძინა ივანიშვილმა. ამ უცნაურობამ დააბნია ექსპერტები და ნახატი "არსენალი მთა ღამით" ლეიბლით გამოვიდა ლოტზე. თუმცა უნდა ითქვას , რომ ბიძინა ივანიშვილს , ისევე როგორც საკუთარი ნახატების ხატვის, გაყიდვის, თავად ყიდვის, შემდეგ საკუთარ თავზე გადაყიდვის და ისევ გაყიდვის უფლება აქვს .
ნახატის მოტივებში აშკარად იგრძნობა, რომ ის არის დახატული ღამით, ასევე იგრძნობა ბერას მუსიკის გავლენა ფერების ტონალობაში და მათ კონტურებში. ასე რომ ის ჭორები, რომ ბ.ი-მა თავად გაყიდა და იყიდა ფიროსმანის უკვდავი ტილო არ მართლდება. საკითხი გაცილებით რთულადაა და ეგზისცესტიურ აპრობაციასთან გვაქვს საქმე. როგორც აღმოჩნდა ეს ივანიშვილის ჰობია , ხატოს სურათები, შემდეგ იყიდოს, გაყიდოს და ისევ იყიდოს. კაცია და გუნებაო, განაცხადა ექსპერტმა ჰატჩინსონმა .
წყარო- ბიბისი"- წერს გიორგი სიგუა
მასალის გამოყენების პირობები






