მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ლიფტის დასამონტაჟებლად 50 ათასი ლარი გამოყო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით აგრარული ბაზრის მშენებლობისთვის იქნა გადამისამართებული.
„იმფრასტრუქტურის სამინისტროსა და მაშინდელ გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს მივწერეთ წერილით, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადაპტაციის მიზნით ვითხოვდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლიფტის გაკეთებას. წერილში ვწერდი, რომ მეც გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვმუშაობ ჩოხატაურის საკრებულოში, სოციალური კომიის თავმჯდომარედ და ჩემი სამუშაო კაბინეტი განთავსებულია მესამე სართულზე. სამინტროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე თქვენი პროექტი დაფინასდებაო. როდესაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისათვის, იქ გათვალისწინებული იყო ლიფტის თანხაც 50 ათი ათასი ლარი, შენობის რეაბილიტაციისთვის კი ასევე 50 ათასი ლარი, მთლიანობაში კი ასი ათასი ლარი. რადგან სამინისტრომ ამ საკითხის მოსაგვარებლად თანხა გამოგვიყო, დამირეკა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და მთხოვა ამ საკითხისათვის კურაცია გამეწია.
თავდაპირველად ჩავედი ბათუმში სადაც შეხვდი თურქებს, რომლებიც ლიფტების გაკეთებაზე მუშაობს. შემდეგ ჩავედი თბილისში, ანუ ჩვენ ვცდილობდით ისეთ კომპანიასთან დაგვედო ხელშეკრულება, რომელიც შედარებით იაფად გაგვიკეთებდა ლიფტის მონტაჟს. მივედით თბილისში კომპანია `სახელმწიფო ლიფტმშენში", რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველგან აკეთებენ ლიფტებს. თავდაპირველად გაგვიკეთეს ტექნიკური ნახაზი, რომ ჩამომეტანა ჩოხატაურში და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მეჩვენებინა თუ რის გაკეთებას ვაპირებდით.
ლიფტის ჩამოტანა თავისი მონტაჟით ჯდებოდა დაახლოებით 48 ათასი ლარი. ჩამოვიდნენ ჩოხატაურში ამ კომპანიის წარმომადგენლები და შეამოწმეს ის ადგილი, სადაც ლიფტის მონტაჟს ვაპირებდით. მოკლედ საქმის კურსი ჩავაყენე გამგებელი და ვუთხარი, რომ ყველაფერი გარკვეულია და მე აღარ ვერევით თქვენ მიხედეთქო. Uუნდა გითხრათ, რომ იმ კომპანიამ რომელთანაც მოლაპარაკება ვაწარმოეთ, უარი თქვეს ტენდერში მონაწილეობაზე და ახლავე ავხსნი რატომ, გამგეობამ ტენდერიზე დადო პროექტი სადაც საუბარი იყო შენობის რემონტზე და ლიფტის გაკეთებაზე, ვინც მოიგო ტენდერი მან ეს ყველაფერი შეაფასა 70 ათას ლარად. ანუ ის ლიფტმშენი კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკება ვაწრმოეთ ბევრად უფრო იაფათ აკეთებდა ამ საქმეს. რაღაც პერიოდი გადის და ირკვევა, რომ ეს თანხა გადატანილი იქნა ბაზრის მშენებლობაზე". – ამბობს შარაშიძე.
მისი განცახდებით გამგეობამ შეცდომა დაუშვა და ადმინისტრაციული შენობის სარემოტო სამუშაოებზე და ლიფტის მონტაჟზე ტენდერი ერთად არ უნდა გამოეცხადებინა:
„თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, იმიტომ, რომ შენობის სარემონტო და ლიფტის მონტაჟის სამუშაოებზე ტენდერი ერთად არ უნდა გამოცხადებულიყო. ლიფტი მიმდინარე რემონტი ვერანაირად ვერ იქნებოდა. ჩავედი ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მითხრეს, რომ ეს ჩვენი გაკეთებული არ არის, ჩვენ დაგვთახმდით თქვენს მიერ წარმოდგენილ პროექტზე, ყველაფერი იყო ჩოხატაურის გამგებლის გადაწყვეტილებაო. კუჭავა ცდილობდა სად შეემცირებინა თანხა, რომ ბაზარი გაეკეთებინათ და გადაამისამართა ეს თანხა.
სამინისტროში ეტყობა საუბარი ქონდათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზე და მითხრეს, რომ პირველ სართულზე გამოგიყოფთ ოთახსო. ესენი ფიქრობენ, რომ ეს არის ჩემი კაპრიზი. მე წინა საკრებულოში და ახლაც ექსვი წელია ავდივარ და ჩამვდივარ ისე არავინ შემიწუხებია. ჩემი სურვილი იყო, რომ ეს არა პირადად ჩემთვის არამედ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობისთვის გამეკეთებინა.
ამ თანხის ბაზრის მშენებლობაზე გადატანასთან დაკვშირებით, განხილვა გვქონდა საკრებულოზე სადაც შშმპ ორგანიზაციის წარმომადგენელი ოზურგეთიდანაც მოვიწვიეთ. ის, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანს ეუბნები ზემოთ ნუ ამოხვალთ მე ჩამოვალ დაბლა და შეგხვდებიო, ესაა შეურაცყოფის მიყენება. ადმინსტაციულ შენობაში უნდა იყოს ლიფტი, რომლითაც შეგვეძლება გადაადგილე ერთი სართულიდან მეორეზე. ჩოხატაურის გამგეობაში თვლიან, რომ ბაზრის გაკეთება უფრო პრიოტეტია, ვიდრე შშმპ დახმარება. ლიფტი, რომ გაკეთებულიყო ჩოხატაურში დამერწმუნეთ სხვა მუნიციპალიტეტის გამგეობებიც აიღებდა მაგალითს, რაც ხელს შეუწყობდა შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გადაადგილებაში და საზოგადოებაში ინტეგრაციაში". – აცხადებს დავით შარაშიძე.
როგორც „გურიის მოამბეს" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით გამგებელი კომენტარს ხვალ გააკეთებს.მასალის გამოყენების პირობები






