მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიაწოდეს.
მათი ინფორმაციით სქურის ტაძრის და ნოღას ციხე კომპლექსის, ჩაჟაშის ძეგლთა და მესტიის ცალკეული კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს; მზადდება ნოქალაქევის საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო ნიკო დადიანის სასახლესა და ხორავას თეატრში ფიზიკური სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.
საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია ზემო სვანეთში, უშგულში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - ჩაჟაშის და მასში შემავალი რამდენიმე ათეულის კოშკის, მაჩუბისა და ისტორიული საცხოვრისების სრული აღდგენისთვის; ასევე სრულად გამაგრდება მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველაზე რთული მდგომარეობის კოშკები და მაჩუბები.
2015-2020 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 28 მილიონი ლარი დაიხარჯება.
უკვე დასრულდა ზუგდიდის ახალი სტადიონის პროექტირება, რომელიც უეფას III კატეგორიის სტადიონის სტანდარტებს შეესაბამება და გათვლილია 7 233 მაყურებელზე. სტადიონს ასევე აქვს სათადარიგო მოედანი 1 224 მაყურებლისთვის, რომელიც სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობას იძლევა.
მასალის გამოყენების პირობები






