უმრავლესობის დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს უხერხულობა შეუქმნა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად უმრავლესობის ლიდერის პოსტზე მან დავით საგანელიძე უნდა შეცვალოს.
მისი თქმით, არც ერთ დონეზე ამ საკითხის განხილვა მმართველ გუნდში არ ყოფილა.
„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ. მინდა ყველას გთხოვოთ ნუ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში მე და ჩემს მეგობარს, ბატონ დავით საგანელიძეს, რომელიც უმრავლესობის მოქმედი ლიდერია. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ეს ნათელი გახდება. ამ საკითხი არანაირი განხილვა არც ერთ დონეზე არ შემდგარა“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით საგანელიძეს უმრავლესობის ლიდერის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძე შეცვლიდა. თუმცა მოგვიანებით საგანელიძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






