,,ოცნების“ კრიტიკის გამო პარტიაში მემუქრებოდნენ“ - ინაშვილის პარტიის წევრი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:12, 02 Jun, 2015     1635
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ლიდერი, გურიის რეგიონის კოორდინატორი, პარტიის დამფუძნებელი და ოზურგეთის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, გოჩა ძიმისტარიშვილი პარტიას ტოვებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მინდა მოგახსენოთ, რომ მე გახლდით პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს დამფუძნებელი გურიის რეგიონში. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ოზურგეთში პოპულარული გახდა ეს პარტია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით ყველაზე კარგი შედეგი ამ პარტიამ სწორედ რომ ოზურგეთში დადო - 15%. არცერთ რაიონში პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" არ მიუღია ასეთი შედეგი. სხვაგან მიიღეს 5 %, ზოგან 7%, ზოგან კი უფრო ნაკლები. საქართველოს მასშტაბით კი, თუ არ ვცდები 5 % ცოტა მეტი. ბუნებრივია ამაში ლომის წილი მიუძღვის გურიის მოსახლეობას. მიმაჩნია, რომ პატარა წვლილი ამ საქმეში მე და ჩემმა გუნდმაც შეიტანა. მე შევეცადე შემომეკრიბა ჩემს ირგვლივ წესიერი და საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანები და მართლაც დაიდო შესანიშნავი შედეგი. ბუნებრივია მე მთელი ამ ხნის მანძილზე ვაწყდებოდი არაერთ წინააღმდეგობას (მოგეხსენებათ პოლიტიკური პროცესი დახუნძლულია ასეთი წინააღმდეგობებით), მაგრამ იმის გამო, რომ მეგონა, ისევე როგორც მოსახლეობას, რომ პატრიოტთა ალიანსი ეს არის ეროვნული ძალა, ბევრ რამეს ვითმენდი. მე არ დავზოგე ძალა და ენერგია, რომ პატრიოტთა ალიანსს ჰქონოდა შედეგი. საკრებულოში შესვლისთანავე სისტემატიურად ვეწეოდი აქტიურ ოპონირებას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რაც დასტურდება სხვადასხვა საგაზეთო პუბლიკაციებითა თუ საკრებულოში გამოსვლებით. განსაკუთრებით გამწვავდა ჩემსა და ქალაქის მერის ბ-ნ ბეგლარ სიორიძის შორის ურთიერთობა მაშინ, როდესაც მან მოინდომა ბაზრის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის - 160 კვ/მ. პირდაპირი წესით ე.წ. ბიზნესმენ ( რომელმაც თქვა, რომ არ აქვს ფული,თუმცა მაინც იყიდა ეს ნაკვეთი) გოჩა სალუქვაძეზე გადაცემა. მე ისევე როგორც საკრებულოს სხვა ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები წინააღმდეგი ვიყავი ამ ქონების ასეთი წესით გაცემისა, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ოზურგეთელების ინტერესებს, მაგრამ მერმა თავისი მაინც გაიტანა და ერთხელ უკვე ჩაგდებული პროექტი, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ შემოიტანა და პატრიოტთა ალიანსის წევრი პოლიტიკური გვამი ნანული ორაგველიძისა და ყოფილი ნაციონალის, ასევე პოლიტიკური გვამის ირინა საჯაიას მოსყიდვის გზით დაამტკიცებინა დეპუტატებს ხმათა უმრავლესობით ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტი.

ბუნებრივია მე პასუხი მოვთხოვე პატრიოტთა ალიანსის წევრს პოლიტიკურ გვამს ნანული ორაგველიძეს, თუმცა რას გავხდებოდი თურმე ამ ადამიანს ელაპარაკებოდა და აღიზიანებდა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი სახე დავით თარხან- მოურავის მარჯვენა ხელი არჩილ ლეკიშვილი, რომელიც ეუბნებოდა ორაგველიძეს, შენ სწორად იქცევი, ოცნების მხარეს რომ ხარო. ამის შესახებ თვით ნანული ორაგველიძემ განაცხადა, როგორც საგაზეთო პუბლიკაციაში, ასევე საკრებულო სხდომაზე. ბუნებრივია ვინაიდან ადგილი ჰქონდა ბინძურ თამაშს, წავედი ამის წინააღმდეგი და კატეგორიულად მოვითხოვე შეეწყვიტათ ეს ბინძური თამაში, რადგანაც ჯერ კიდევ მწამდა, რომ პატრიოტთა ალიანსი იყო ეროვნული ძალა, თუმცა მოხდა პირიქით, ოთხშაბათს გამრიცხეს პარტიიდან, ხოლო ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

მინდა მოგახსენოთ, რომ ოზურგეთელებმა საკრებულოში უმრავლესობით შეიყვანეს ოპოზიცია, თუმცა მივიღეთ საპირისპირო შედეგი. ოცნებამ მოახდინა ოპოზიციიდან შესული დეპუტატების ნაწილის, კერძოდ ნანული ორაგველიძისა და ირინა საჯაიას მოსყიდვა, რითაც უმრავლესობა მოიპოვა.

ბუნებრივია ამის შესახებ მე განვუცხადე პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობას, თუმცა მივიღე ისევ ჩემი გაკიცხვა და გაფრთხილება, რომ თუ თავს არ დავანებებდი ოცნების წინააღმდეგ გამოსვლებს, გამრიცხავდნენ პარტიიდან. მე ბუნებრივია ვერ დავემორჩილებოდი ამ უკანონო მითითებებს და ვაგრძელებდი ოპონირებას ოცნების მიმართ. პატრიოტთა ალიანსმა არც აცია და არც აცხელა და გამრიცხეს პარტიიდან ისე, რომ არც მომისმინეს, უფრო მეტიც, ჩემი პარტიიდან გარიცხვის შესახებ ხუთშაბათს არჩილ ლეკიშვილმა შეატყობინა ოზურგეთის ოცნების ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომლებმაც არ დააყოვნეს და დაახლოებით ორ სამუშაო დღეში გადამაყენეს თანამდებობიდან. ე.ი. იმის მაგივრად, რომ პარტია დამდგომოდა გვერდში ამათთან ბრძოლაში, პირიქით, ისინი შეეკრნენ მათ.

მიმაჩნია, რომ პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ჩემი მისამართით განხორციელდა ყოვლად უზნეო საქციელი, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მსგავსი ქმედება განხორციელდა ოზურგეთის მოსახლეობის მიმართაც, რადგანაც ოზურგეთის რაიონმა, ისევე როგორც მთლიანად გურიის რეგიონმა ხმა მისცა მათ, როგორც ოპოზიციურ ძალას და არა როგორც სატელიტ პარტიას (ყველას გახსოვთ ასეთი პარტია ქრისტიან-დემოკრატების სახით). მადლობა ღმერთს დროზე ამეხილა თვალი და სხვებსაც მინდა ვუთხრა, რომ პატრიოტთა ალიანსი აღარ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის სატელიტი პარტია. მათ იმედი აქვთ, რომ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილი შეიყვანს პარლამენტში და მისცემს ექვს ადგილს . დანარჩენი კი მათ შორის მოსახლეობა და არც ის გუნდი, რომელიც პატრიოტთა ალიანსს უმწიკვლოდ ემსახურებოდა არ აინტერესებთ.

ბუნებრივია ისმის ლოგიკური კითხვა: თუკი ესენი ასე მოექცნენ გურულებს, სხვაგან რას იზამენ, ალბათ უარესს.თუმცა როგორც ვიცი, მათ მსგავსი პრობლემები აქვთ სხვა რაიონებშიც. აქედან გამომდინარე,იმედია საქართველოს მოსახლეობა გაარჩევს მართალს ტყუილისაგან და მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას.

რაც შემეხება მე, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოზურგეთელების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული საკრებულოში.

პატივისცემით ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარიშვილი 02.06.20145 წ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42