უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამას მისი გუნდი გადაწყვეტს.
„არსად არ მივდივარ, ვრჩები თანამდებობაზე სანამ ის გუნდი, რომლის წევრიც მე ვარ ჩათვლის, რომ მე ამ თანამდებობაზე უნდა იყო. თუ გუნდი ჩათლის, რომ საგანელიძე სხვა რგოლში უნ და გადავიდეს, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პარლამენტის მანდატს გამოეკიდება და ვიტყვი, რომ პარლამენტიდან არ წავალ. სადაც ჯობია, რომ ვიყო იქ წავალ. თუ რომელიმე სხვა თანამდებობაზე გადავალ, პირობას გაძლევთ, რომ ამ ამბავს ჭორებით კი არა ჩემგან გაიგებთ“, - აცხადებს საგანელიძე.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პოსტზე დავით საგანელიძეს ზვიად კვაჭანტირაძე ჩაანაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები






