ჩვენს აფხაზ ძმებს აქ C ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობას ვთავაზობთ- ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 16:45, 02 Jun, 2015     1344
საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შეუქმნის, - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფელ რუხში განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება.

ზუგდიდში სამედიცინო პუნქტი გაიხსნება, სადაც C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობა სამკურნალო პრეპარატს უფასოდ მიიღებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტომ გადმოგვცა წელიწადში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პრეპარატი და ჩვენ უფასოდ ვკურნავთ მოსახლეობას. ზუგდიდში იგეგმება სამედიცინო პუნქტის გაკეთება, სადაც დარიგდება წამლები და აფხაზ ძმებს და დებს, ვისაც სურთ განიკურნონ, შევუქმნით პირობებს, რომ ეს მათთვის შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც სოფელ რუხში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივნიშვილის ინიციატივით შენდება, 2016 წლის აგვისტოში გაიხსნება.

„საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და კარკასის 70% პრაქტიკულად დასრულებულია. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობას, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს აქ უფასოდ მკურნალობას ვთავაზობთ. ასევე, ჩემი ინიციატივით აშენდება მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე აფხაზების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის ნდობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს და ეს ურთიერთობები ამაში დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საავადმყოფოს მშენებლობაზე 154 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.

უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტირება. მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ასევე, ფოსტა, აფთიაქი,ბანკი და ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. ობიექტზე 1000-მდე ადგილობრივი დასაქმდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42