სააკაშვილს მარგველაშვილისგან მოქალაქეობის მინიჭება არ ემუქრება - ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 16:41, 02 Jun, 2015     1512
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი თქმით ის არ მოელის, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.

,,პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არის უკიდურესად უკმაყოფილო. მე არ ველოდები, რომ ის მიანიჭებს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას - ქვეყნის წინაშე განსაკუთრებულ დამსახურებად ვერ ჩაითვლება ოდესის გუბერნატორობა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისგან, ამიტომ ის აღარ იქნება საქართველოს მოქალაქე ძალიან მაღალი ალბათობით. მან გააკეთა ეს არჩევანი, როდესაც მან მშვენივრად იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ორმაგ მოქალაქეობას გარდა იმ შემთხვევისა, როცა პრეზიდენტი მიანიჭებს სხვა ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. მას არ ემუქრება ჩემი შთაბეჭდილებით ის, რომ მარგველაშვილი დააპირებს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას და შეუფასებს ოდესის გუბერნატორობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებულ დამსახურებად”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს მოქალაქეობა მიანიშა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა უნდა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და სააკაშვილს ორი წლით მოქალაქეობა შეუნარჩუნოს ან აღუდგინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42