გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა - მმართველი გუნდი რეფერენდუმზე საუბრობს
პოლიტიკა - 16:26, 02 Jun, 2015     915
მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობაში არ ეთანხმებიან.

მმართველი გუნდის წევრი მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული სისტემა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხის გასარკვევად რეფერენდუმიც გაიმართოს.

„იქნებ მოსახლეობასაც ვკითხოთ აზრი და საყოველთაო გამოკითხვით გადავწყვიტოთ ეს საკითხი. რამდენიმე არასამთავრობოს და პოლიტკური პარტიის გადასაწყვეტი არ იყოს უნდა იყოს ეს“, - განაცხადა კობახიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგნიაზიებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ოფიციალურად შეიტანეს 30 მაისს პრეზიდენტის სასახლეში შემდგარი კონფერენციის მიერ მიღებულ მიმართვა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. საარჩევნო სისტემის ცვლილებას 14 პოლიტიკური პარტიამდა 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს.

დოკუმენტის ავტორები საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმის შეცვლისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია მაჟორიტარული სისტემის შეცვლისა და პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.

საპრლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად დაიწყოს მუშაობა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ლიდერი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ უნდა შესასრულოს დანაპირები და განახორციელოს ცვლილებები საარჩევნო სისტემაში. გიგაური ამბობს, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვი ეს ცვლილებები აუცილებელია.

,,მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები სამართლიანი სისტემით, ეს უნდა შესრულდეს“ - აცხადებს გიგაური და ამბობს, რომ თუკი აღნიშნული მთხოვნები არ შესრულდება ისინი კანონით გათვალისწინებულ სხვა ფორმებს მიმართავენ. ,,შევეცდებით, რომ მოსახლეობიდან მაქსიმალური მხარდაჭრა მოვიპოვოთ“ - ამბობს გიგაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42