სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შესაძლოა ვახტანგ გომელაური ან მინდია ჯანელიძე დაინიშნონ.
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას მხარი დაუჭირეს. საუბარია შსს-დან სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფაზე. აქცენტი გაკეთდა სუს-ის დაფინანსებაზე.
ოპოზიცია კანონპროექტს არ ემხრობა, შენიშვნები აქვთ უმრავლესობის წევრებსაც. კერძოდ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არასწორად მიიჩნევენ ფაქტს, რომ საჯარო სამსახურებში ინტერესთა შეუთავსებლობის ან კორუფციის ფაქტებს სუს-ი და მასში შემავალი ანტიკორუფციული სააგენტო გამოიძიებს.
მათი თქმით, უფლებამოსილება ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს უნდა მიენიჭოს.
რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც შსს-ს ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ განაცხადა, 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე სუს-ის დაფინანსებისთვის დაახლოებით 37 მილიონის გამოყოფა იქნება საჭირო. მისივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინიტროს დაევალება ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა, ხოლო მანამდე სამსხურის დაფინანსებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები






