პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას მხარი დაუჭირეს. საუბარია შსს-დან სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფაზე. აქცენტი გაკეთდა სუს-ის დაფინანსებაზე.
ოპოზიცია კანონპროექტს არ ემხრობა, შენიშვნები აქვთ უმრავლესობის წევრებსაც. კერძოდ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არასწორად მიიჩნევენ ფაქტს, რომ საჯარო სამსახურებში ინტერესთა შეუთავსებლობის ან კორუფციის ფაქტებს სუს-ი და მასში შემავალი ანტიკორუფციული სააგენტო გამოიძიებს.
მათი თქმით, უფლებამოსილება ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს უნდა მიენიჭოს.
„მე და ჩემს კოლეგებს შენიშვნები გვაქვს არა დაფინანსებასთან, არამედ კანონპროექტის მე-5 მუხლის გ ქვეპუნქტან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო სამსახურებში კორუფციის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უნდა მოხდეს კონტროლის განხორციელება. ჩვენი აზრით ეს საფრთხეს შეიცავს პოლიტიკური ზეწოლის“, -
მასალის გამოყენების პირობები






