ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ მესამე წელს ჯიბეზე იგრძნობდით და ასეც მოხდა- მალაშხია
პოლიტიკა - 14:25, 02 Jun, 2015     1434
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ საზოგადოებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ის პირობა გაახსენა, რომლის თანახმადაც ხელისუფლების მმართველობის მე-3 წელი მოსახლეობას საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო.

„ივანიშვილი ასრულებს პირობას. თქვენ იგი შეგპირდათ, რომ მესამე წელს ჯიბეზე იგრძნობდით და ასეც მოხდა. ყველამ იგრძნო, რომ მშპ-დან გამომდინარე, თითოეულ ადამიანს 700 დოლარი დააკლდა. ასევე, ის შეპირდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ევროპას თავისი დემოკრატიით გააკვირვებდა და გააკვირვა, როდესაც ციხეები პოლიტპატიმრებით აავსო, უამრავი დევნილი ჰყავს. ახლა უკვე იქამდე მივიდა, რომ დევნილებს, რომლებსაც სურთ თავიანთი პოზიციის გამოხატვა, პლაკატების გაკვრას უკრძალავს, მაშინ როცა ეს კანონითაა დაშვებული“, _ განაცხადა მალაშხიამ და დასძინა, რომ მას დევნილებმა პირადად მიმართეს, რათა თავიანთი პრობლემები გაეცნოთ.

„მათ აუკრძალეს მელიქიშვილზე, სამშენებლო ღობეზე პლაკატის გაკვრა. მე ვაპირებ ხვალ, 14:00 საათზე მათთან ერთად მივიდე იმავე ადგილას, გავაკრათ ეს პლაკატები და თუ ასეთივე წინააღმდეგობა იქნა, გპირდებით, ამ პლაკატებს გავაკრავთ შუშის სასახლეში, რომ პირდაპირ იმ ადამიანმა, ვინც კრძალავს ამას, ნახოს თუ რას ნიშნავს თავისი სახლის წინ პლაკატების გაკვრა.

ამ ხელისუფლებას უნდა, რომ უნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები გაცვალოს მწვანილში, თუმცა მწვანილთან დაკავშირებითაც სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ, აფხაზთა კრებასთან ერთად ვაპირებთ მძლავრი დევნილთა მოძრაობის ჩამოყალიბებას და სხვა ადგილებში ამ საკითხების დაძვრას“, _ განაცხადა შოთა მალაშხიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42