,,მიშა... მოქალაქეობა...ნაცების წასვლა... ოდესა... ნუ მოვთხოვთ მიშას ჩერჩილობას...“ - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 14:27, 02 Jun, 2015     3407
საქართველოს საგარეო სქმეთა ყოფილი მინისტრი და პარტია ,,საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქობასა და ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"მიშა, მოქალაქეობა, ნაცების წასვლა/გადასვლა და ოდესა"

ძალიან არ მსიამოვნებს მიშაზე წერა.... და მართლაც დიდი ხანია არც მიხსენებია, ვცდილობ მისი სურათები ნაკლებას გავაზიარო და მის ყოველი ნაბიჯი არ გავაკომენტარო.

მაგრამ ჩემდაუნებურად ეხლა მიხდება ამ ბოლო ეპიზოდებზე კომენტარის გაკეთება, რამეთუ ვგრძნობ რომ, კიდევ ერთხელ შესაძლოა მის გამო, ხელი შეეშალოს კარგ და აუცილებელ ქართულ საქმეს.

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ მიშას ქმედებებიდან არა მგონია რომ ყველაზე "სამარცხვინო" ან "მიუღებელი" იყოს მისგან მოქალაქეობის დატოვება: ჯერ ერთი რომ თვითონ არ ტოვებს მოქალაქეობას, არსებული კანონი (რომლის შეცვლას ვითხოვთ ამდენი ხანია --- სხვა მიზეზების გამო) ასე მოითხოვს როგორც შედეგი მის მიერ მიღებული უკრაინულ მოქალაქეობისა.

ჩემის აზრით ბევრად უფრო შეურაცხყოფელი იყო პრეზიდენტობის ინსტიტუტისთვის მის მიერ სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლის ადგილის დაკავება (ამისგამო და იმიტომ რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის ინსტიტუტები დააკნეინო, უარი ვთქვი არა ერთხელ შემოთავაზებულ საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში ელჩის რანგით თუნდაც პრესტიჟუ ქვეყანაში დაბრუნებაზე, რამეთუ საქართველოს მინისტრი არ უნდა დავიდეს სხვა ქვეყნის ელჩობაზე, და არც პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მრჩევლობაზე ან გუბერნატორობაზე) ... მაგრამ ეს, ჩემის აზრით, ეკუთვნის უფრო "შეცდომის" ან კიდევ სწორი ეთიკურ სკალის უქონოლობის და პიროვნულ ნორმების არღვევის კატეგორიებს, რომლებზედაც როგორც გემოვნებაზე არ დაობენ! ბევრად უფრო მიუღებელი იყო მისი საქციელი ქვეყნის და მის მოსახლეობის მიმართ, რისთვის ჯერ პასუხი არ უგია - ომის დროს და ომის შემდეგ - რომ ამაზე არ ატყდეს ასეთი აჟიოტაჟი. მიშა უნდა დაისაჯოს დანაშაულების გამო და არა მასგან მოვითხოვოთ უცებ "ჩერჩილობა" ან "რუზველტობა" !

მე უფრო მაღელვებს ამ შემთხვევაში არა მიშასგან - ან უფრო სწორედ იუსუტიციის მინისტრის მიერ - მოქალაქეობის ჩამორთმევა, ვიდრე ის თუ რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი ჩვენს მიერ წამოწყებულ და ჯერ შუაგზაზე გაჩერებულ მოქალაქეობის არ ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტაზე. მე უფრო მადარდებს ემიგრანტების ბედი და მათთვის უკანა გზის არ გადაჭრა, ვიდრე მიშას ჩამოერთმევა თუ არა მოქალაქეობა როცა მის მიმართ სასამართლოს ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს.

სამაგიეროდ მაოცებს საჯარო რეაქციები ხელისუფლების ზოგიერთი პირის, კერძოდ თეა წლუკიანი მართლაც უფრო დ აუფრო მაკვირვებს , რას ნიშნავს "როცა მოგვინდება" და "დამოკლესის მახვილიო მის თავზე ეკიდოს"? კანონი ან არსებობს ან არა ? და სხვათაშორის კანონი არ მოითხოვს პრეზიდენტისგან "ჩამორთმევის გადაწყვეტილებას" (პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროა დღევანდელ კანონმდებლობით მხოლოდ მინიჭებისთვის, მაგრამ არა იმ ავტომატურ ჩამორთმევისთვის რომელიც თან ახლავს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას!) ... ანუ იუსტიციის მინისტრისთვის უცნობია საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა და ამავდრმოულად ის უყურებს კანონს, როგორც დასჯის ინსტრუმენტს ( თავზე ეკიდოს და ვნახოთ როდის ვიხმაროთ) და არა როგორც ყველასთვის ერთს და ყველაზე ერთნაირად გავრცელებულ ნორმას! ისიც არ იცის ან ყოველშმეთხვევაში არ გვეუბნება მიშაზე ვრცელდება თუ არა ის საპირისპირო კანონი ანუ მოქალაქეობის არ ჩამორთმევის როცა ადამიანი ან ბრალდებულია და ან განაჩენის ქვეშ! იმყოფება!

მოკლედ მიშას მიხედონ სასამართლოთი.... და მას არ გადააყოლონ კანონის შეცვლა, რომელიც ბედს გადუწყვიტას უამრავ ემიგრანტს და რომელიც აუცილებელია კონფლიკტურ რეგიონებში პასპორტიზაციის პოლიტიკის დასამარცხებლად!

ორი სიტყვა ნაცების წასვლაზე თუ გადაბარგებაზე : რამდენი ხანია ნაციონალური მოძრაობა მისასგან და ბედისგან მიტოვებული იშლება... ეს დაშლა და მისი ნამდვილი ძალის გამოჩენა ხელოვნურად შეჩერებული იქნა დღევანდელ ხელისუფლების მიერ, როცა მან ეს ძალა "გახადა", "დატოვა" როგორც ერთადერთი ოპოზიცია და მას მონოპოლია ოპოზიციონერობის გადასცა ხელში. ამის მიზეზიც გასაგები იყო - დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც არც ნდობა და არც ხალხში გავლება აღარ გააჩნია ყველაზე კომფორტაბილური ოპოზიცია გახლავთ ხელისუფლებისთვის, რომელიც თავის ქმედებებში დარწმუნებული ვერაა... რეს უკვე თუმცა ჯერ კიდევ დისკრედიტირებული, ხელისუფლების უნიათობით ცოტა არ იყოს გამაგრდა ოპოზიცია ... ნაცების დაბრუნების შანსი ქვეყანაში არ არსებობს რეალურად, მაგრამ თუ ახალი სახეები, მიშასგან ჩამოშორებულნი, ვითომც და ნაკლებად "პასუხისმგებლები" წინა რეჟიმის დანაშაულებებზე შეიკრიბება, შესაძლოა, რომ მათ მოახერხონ ბარიერის გადალახვა და ამდენად, სამომავლოდ ნაციონალური პარტიის კონსერვაცია! ეს განახლება , ახალ სამოსსში გარდაქმნა არის ცნობილი ხერხი თავის დროზე კომუნისტურ პარტიების მიერ გამოყენებული და არა ახალი... რამდენად დამაჯერებლები იქნებიან ესენი ძნელი სათქმელია ...ე ს უფრო პიროვნულ გადარჩენის და საპარლამენტო სკამის გადარჩენის მცდელობას ჰგავს და დიდ საფღთხეს არ წარლოადგენს რამეთუ მეხსიერება კიდევ გააჩნია ქართულ სახოგადოებას... ანუ დიდ დროს და მჯელობას ამ გადარბენებს ნუ დავუთმობთ!

რაც ეხება ოდესას, შესაძლოა დიდი საფრთხე იყოს ჩამარხული... რომელიც უფრო უნდა აღლევებდეს უკრაინელებს ვიდრე ჩვენ... მაგრამ როგორც უკრაინის მეგობარი და მისი დამოუკიდებლობის გულშემატკივარი, ნადმვილად არ ვანდობდი ამ ქალაქის ბედს იმ პიროვნებას, რომელმაც შეძლო ამდენი საქართველოს ტერიტორიის დაუკარგა და რუსეთისთვის გადაცემა !

ვუსურვოთ ოდესას რომ მიშა მალე კიდევ სხვა ადგილას გადაიყვანონ... დროულად.... შეიძლება ბოლოს და ბოლოს ჩვენთან და თავის ქვეყნის სასამრთლოს წინაშე წარდგეს ..... როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს !“ - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42