"უპასუხისმგებლო პირებმა თანამდებობა უნდა დატოვონ" - ხინდაძე კობა არაბულს პასუხობს
პოლიტიკა - 14:13, 02 Jun, 2015     1179

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის მიერ მედია-საშუალებებში გვარცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს.

"ნიუპოსტი" ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გარკვეული თანამდებობის პირებისგან ხშირად მინახავს არაკომპეტენტური და უღირსი საქციელი. გუშინ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის ქმედება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე კომპონენტს აკმაყოფილებს. არაკომპეტენტური იმიტომ, რომ გუბერნატორის პირველმა მოადგილემ აუცილებლად უნდა იცოდეს გამგებლის და მერის უფლება-მოვალეობები, რაც მთავარია, საკუთარი ფუნქციები. რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე შემსრულებელთან ერთად, პასუხისმგებელია არა მხოლოდ გამგეობა და მერია, არამედ, გუბერნიაც. ხოლო თავად ტენდერის პირობებზე, რეგიონალური განვითარების სამინისტრო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პრობლემა თავად ტენდერის ჩატარების პირობებშია. იაფი ფულის პრინციპი ბუნებრივია, მოქმედებს პროექტის შერულების ხარისხზე.

რაც შეეხება უღირს საქციელს, ბატონი კობა არაბულის ნაამბობიდან ერთ მაგალითს მოვიყვან: საუბარია ქსოვრისში წყლის სათაო ნაგებობაზე, რომელიც მართლაც 1 300 000 მლნ. დაჯდა და დღეს ხელახლა არის გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ არაბულს არაერთხელ განუმარტეს, რომ ეს პროექტი დასრულებულია 2010 წელს და ბრალი ყოფილ ხელისუფლებას მიუძღვის, ხელს მაინც ახალი გამგეობისკენ იშვერს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხალხს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდო. ამგვარი სიცრუე ჭარბად იყო მის ნაამბობში.

უღირსი საქციელია ისიც, როდესაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად საუბრობ იმაზე, რომ დეპუტატები და მინისტრები ერთ კორუფციულ სქემაში არიან გახვეულნი და ამის შესახებ თურმე გუბერნია ინფორმაციას აწვდის პრემიერ მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ.

სინამდვილეში კი ეს სხვა რამის გამოძახილია.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ მცხეთაში ხალხის ხარჯზე, ფულის გაკეთების საშუალებას არავის მივცემ. ეს არის ჩემი და "ქართული ოცნების" პრინციპი და ამ პრინციპს არ დავთმობ არაფრის ფასად. სწორედ ეს გახდა გუბერნატორის, მისი მოადგილის და მათი თანამზრახველების მხრიდან ჩემი და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ მდაბიო დონეზე დაწყებული კამპანია. ეტყობა, მათ სერიოზულად ვუშლი ხელს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნიას არაფრად ადარდებს მცხეთის სამუზეუმე 25 000 ექსპონატის ბედი, რომელიც სარდაფშია დასაწყობებული და პირადი მიზნებისთვის, შეგნებულად აფერხებენ მუზეუმის შენობის აღდგენა-რეაბილიტაციას. არც ის ადარდებთ, ექნებათ თუ არა მცხეთელებს სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. გამოცხადებული ტენდერიც კი შეჩერდა (ამის მიზეზი ვეჭვობ, არის გუბერნატორთან დაახლოებული პირის მიერ საგურამოში კერძო ინვესტიციით უკვე დაწყებული მსგავსი, მაგრამ სხვა დანიშნულების პროექტი). თურმე, არც ბაზარი სჭირდებათ მცხეთელებს. არც მათთვის გაძვირებული წყლის ტარიფით დაინტერესებულან. არც მუხრანში გაყიდული მიწებით. ფაქტია, ამ ხნის მანძილზე გუბერნიამ ვერ შეძლო ვერც ერთი საქმის გაკეთება მცხეთელებისთვის. თავიანთი წარუმატებლობა სურთ დეპუტატზე, გამგებელზე და ქალაქის მერზე გადაიტანონ. ამას ვერ შეძლებენ.

მცხეთას და მცხეთის რაიონს ჰყავს ღირსეული, პატიოსანი და პასუხისმგებლიანი მერი და გამგებელი, რომელთაც ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ამას ხალხი აფასებს, თუმცა, ხალხსაც აქვს მოთმინების ზღვარი. მათ მეხსიერება არ ღალატობთ და კარგად ახსოვთ „მცხეთაში მოპარული თვითმმართველობის არჩევნები“, ამიტომ გუბერნიის მხრიდან გაკეთებული ყველა განცხადება ახლა უკვე პირველი მოადგილის პირით, ისევ მათ ცუდ იმიჯზე აისახება და ხალხის აღზევების სახით, უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ.

მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს და შესაბამის უწყებებს, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტები და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

პირადად მე მივიჩნევ, რომ უპასუხისმგებლო პირებმა გუბერნატორის და მისი პირველი მოადგილის სახით, თანამდებობა უნდა დატოვონ", -აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42