ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებდა
პოლიტიკა - 11:51, 02 Jun, 2015     1034
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებდნენ. ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებული შტატების ევროპისა და ევრაზიისთვის დახმარებების კოორდინატორთან, ალინა რომანოვსკისთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოში აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ ქართულ მხარეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ახალი რეგულაციების დანერგვაში დახმარებას გაუწევეს.

ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მდივნის მოადგილეს, მაიკლ სქიუს შეხვდა.

მხარეებმა USDA-ისმიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვისგანხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ USDA-ის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს აგრარული დარგის იმ მიმართულებებზე, სადაც USDA-ის ჩართულობა განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება, მათ შორისაა, საგანმანათლებლო მიმართულება, რაც გულისხმობს ტრეინინგებსა და გადამზადების კურსებს არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყებისა და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგარარულ დარგში ინსტიტუციონალური განვითარებისა და სისტემური მიდგომების დანერგვის საკითხებს. მხარეებმაისაუბრეს საქართველოში ამერიკული სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტის, გადამუშავების ან დამატებითი ღირებულოების მიცემის და შემდგომ იმ ქვეყნებში ექსპორტის საკითხებზე, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს.

USAID-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ადმინისტრატორის მოადგილესთან, ჯონათან ქაცთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, რისთვისაც აუცილებელია სატარიფო რეგულაციისა და სატარიფო მეთოდოლოგიის დანერგვა. USAID-ის დახმარებით უცხოელი ექსპერტები დახმარებას გაუწევენ და გამოცდილებას გაუზიარებენ ქართულ მხარეს. შეხვედრაზე USAID -ის მხრიდან საქართველოსთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ახალი რეგულაციების დანერგვის საკითხებში დახმარებისშესაძლებლობები განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42