„ირაკლი კორძაიას არც ზვიად ჯანყარაშვილი ემუქრებოდა და არც თამაზ თამაზაშვილი , პირიქით, პრემიერის ნათესავები ბესიკ ხარძინის მკვლელობის დროს გია უდესიანის მფარველობასთან არანაირ კავშირში არ არიან. მოგეხსენებათ, სოზარ სუბარი ირაკლი ღარიბაშვილს კონკურენტად ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიიჩნევდა, რადგან მას იმედი ქონდა , რომ პრემიერის პოსტზე ივანიშვილი მხოლოდ მას წარადგენდა. ახლაც, როცა დღის წესრიგში პრემიერის შეცვლის საკითხი დგას , სუბარს იმედი აქვს, რომ პრემიერის სავარძელს დაიჭერს, ამიტომ ღარიბაშვილის ნათესავების ნებისმიერი ხსენება მისთვის ხელსაყრელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცის ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება თამაზ თამაზაშვილისადმი.
რაც შეეხება „რუმსში“ შეხვედრისა და გარიგების ფაქტს, ირაკლი კორძაია მართალია, მას ნამდვილად შეხვდა ორი პიროვნება, ერთი გახლდათ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მეორე -პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, ისინი კორძაიას არა პრემიერის ნათესავებზე გაჩუმებას, არამედ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გია უდესიანის სახელის დავიწყებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ შესთავაზეს სოლიდური მოცულობის თანხა- 120 ათასი დოლარი. მეგობრების წრეში კორძაიას ეს ფაქტი არც დაუმალავს. შეთავაზებაზე უარი თქვა. ის იმდენად დაბნეული და შოკირებული იყო სხვა ვერაფერი მოიფიქრა და საქართველოდან წავიდა“- აცხადებს „ქრონიკა +“სთან წყარო.
შეგახსენებთ, მაისის თვეში „მაესტროს“ ეთერში ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ მას ხარძიანის მკვლელობიდან მეორე დღეს , ბელისნსკის ქუჩაზე მდებარე კაფე „რუმსში“ მთავრობის ერთერთი მაღალჩინოსანი და დეპუტატი შეხვდა, როგორც ირაკლი კორძაია ამბობს მას ე. წ გვამის გაყიდვას სთავაზობდნენ. საუბარი იყო დიდ ფულად ჯილდოზე სიჩუმის სანაცვლოდ.
წყარო "ქრონიკა+"
მასალის გამოყენების პირობები






