ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია 2015 გაიმართება
პოლიტიკა - 11:40, 02 Jun, 2015     918

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრა თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საკონფერენციო დარბაზში 8-10 ივნისს გაიმართება.

კონფერენციის თანამასპინძლები არიან ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები.
ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება. ყოველწლიურ ღონისძიებაზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.

ნატოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა განავითაროს არაწევრ სახელმწიფოებთან. პარტნიორ ქვეყნებს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 60-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას შორის 20-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა.

მედიის წარმომოადგენლებს გიწვევთ შემდეგი ღონისძიებების გასაშუქებლად:

9 ივნისი, 2015 წელი
08:00 - კონფერენციის გახსნა

სიტყვით გამოვლენ ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირები, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და სხვები.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სემინარი გაგრძელდება დახურული სესიების ფორმატში

10:30 - პრესკონფერენცია

ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გააშუქონ კონფერენცია, გთხოვთ გაიაროთ აკრედიტაცია თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში 7 ივნისამდე, არაუგვიანეს 17:00 საათისა. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, მედია საშუალება, თანამდებობა, პირადი ნომერი) ელექტრონული ფოსტის მისამართზე pr@mod.gov.ge .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42