უკრაინის დედაქალაქში ვერ ივარგა, ახლა კი პროვინციაში გადაისროლეს - ქუცნაშვილი სააკაშვილზე
პოლიტიკა - 11:34, 02 Jun, 2015     2176

უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აქვს. ქუცნაშვილიმა აღნიშნა, რომ საქართველოს და უკრაინას უვიზო ურთიერთობის შესახებ შეთანხმება აქვთ დადებული, ეს კი მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის შესაძლებლობას აძლევს.

„მას, როგორც უცხოელს აქვს უვიზო მიმოსვლის უფლება. ჩვენ უკრაინასთან გვაქვს უვიზო ურთიერთობის ხელშეკრულება და მას შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ სად არის სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი? როცა პრეზიდენტი იყო მაშინ არ იყო საქართველოში და ახლა როცა აღარ არის საქართველოში ვნახავთ? ის ჭკუაზე არ არის ისე უხარია ოდესაში სეირნობა,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი ოდესის ოლქის პროკურორად დაინიშნოს.

„საქართველოში ვერ ივარგეს, უკრაინის დედაქალაქში ვერ ივარგეს, ახალა კი პროვინციაში გადაისროლეს, იქაც ვერ ივარგებენ და მოხვდებიან ალბათ იქ სადაც უნდა მოხვდნენ,“-აღნიშნა ქუცნაშვილმა

უმრავლესობის წევრი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების საკადრო გადაწყვეტილებები უკრაინის საზოგადოებაში ნელნელა აგრესიას იწვევს. ქუცნაშვილის თქმით, ყველა ნიშანი არსებობს იმისთვის, რომ შესაძლოა უკრაინელ ხალხს ქართველების მიმართ ზიზღი გაუჩნდეს, რადგან არცერთ თავმოყვარე საზოგადოებას უცხოტომელების მმართველობა არ მოეწონება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42