თეა წულუკიანი სოფელ ღორეშაში ახალგაზრდებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:13, 02 Jun, 2015     584

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება თემაზე − „ევროპული საქართველო“ − ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, სადაც ისაუბრეს საქართველოს გამოწვევებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე.

იუსტიციის მინისტრმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებების, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების, ევროპული და ქართული კანონმდებლობის შესახებ. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და სერვისების შესახებაც ისაუბრეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპულ სახელმწიფოში მოსახლეობისთვის სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოქალაქეს უნდა უადვილდებოდეს სერვისის მიღება, რის ერთ-ერთი მაგალითიც, მისივე თქმით, ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებმა თეა წულუკიანს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს უმცირესობების, ბავშვთა უფლებების, გამოხატვის თავისუფლების და სხვა საინტერესო თემებზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სიმბოლურად 1 ივნისიდან დაიწყო ბავშვებთან შეხვედრების ციკლის აქცია.

„ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს, ვიწყებ ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრას, რათა სახელმწიფო და მინისტრი მათთან იყოს უფრო უშუალო, ახლო და შევძლოთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც მოზარდებს შეიძლება აწუხებდეთ − იქნება ეს ევროპული ღირებულებები, მათი მომავალი, უფრო ძლიერი და მტკიცე საქართველო, თუ მისი შენების პროცესი. პირველი შეხვედრა სიმბოლურად 1 ივნისს დავამთხვიეთ. შეხვედრა იყო ქუთაისის, ხარაგაულის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, წყალტუბოს, ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერის ბავშვებთან. იმერეთი საქართველოს ყველაზე დიდი რეგიონია და სწორედ ბავშვთა დაცვის დღეს, აქედან დაიწყო იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ბავშვებთან შეხვედრების ციკლი“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა დასაწყისია რაიონებში შეხვედრების ციკლისა − „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“.

იუსტიციის მინისტრი მოზარდებთან შეხვედრებს სხვადასხვა რაიონში გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42