მართველი გუნდი საარჩევნო სისტემაში ძირეულ ცვლილებას არ გეგმავს. როგორც უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, კოალიციის წევრები მხოლოდ იმ ცვლილებას განიხილავენ, რომელიც პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლო ავალდებულებს.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებას არ გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს დღეს არსებული საკონსტიტუციო ჩანაწერის მოწესრიგებას ისე, რომ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბრად გადანაწილდეს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დღეს საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგნიაზიები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 14:00 საათზე ოფიციალურად შეიტანენ 30 მაისს პრეზიდენტის სასახლეში შემდგარი კონფერენციის მიერ მიღებულ მიმართვას, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები






