,,ნიუპოსტი“ საარჩევნო გარემოს ცვლილებაზე მომუშავე პოლტიკური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 30 მაისს მიღებული დოკუმენტი არის დასაწყისი იმ რთული პროცესისა, რომლის შედეგადაც უნდა მოხდეს სააჩევნო სისტემის ცვლილება.
„ხვალ ჩვენ ოფიციალურად შევიტანთ პარლამენტში 30 მაისს მიღებულ დოკუმენტს, რომელსაც ხელს მთელი ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ. ეს უკვე არა მარტო პოლიტიკური გემოვნების საკითხია, არამედ საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მმართველი კოალიცია იძულებული იქნება ან შეასრულოს თავისივე დანაპირები და შეცვალოს საარჩევნო სისტემა, ან უარი უთხრას ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით უცველელად დატოვოს ის. ჩვენ დაველოდებით მათ პასუხს და იმდს გამოვთქვამთ, რომ ,,ქართული ოცნება“ შეასრულებს თავის დანაპირებს“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
,,ახალი მემარჯვენეები“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ცვლილების არსს განმარტავს და ამბობს, რომ სისტემის სამართლიანობისთვის აუცილებელია შეიცვალოს 49-ე მუხლით ფორმულირებული არსებული მაჟორიტარული სისტემა.
,,30 მაისს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის თემა იყო საარჩევნო სისტემა და მასში შესატანი ცვლილებების აუცილებლობა. კონფერენციაში მონაწილე პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შევიმუშავეთ მიმართვა პარლამენტის წევრებისადმი კონკრეტული მუხლის ფორმულირებით, კერძოდ 49-ე მუხლის ფორმულირებით, სადაც ვამბობთ, რომ სისტემის სამართლიანობისათვის გადაუდებელი დაუცილებელია, რომ შეიცვალოს მოქმედი მაჟორიტარული სისტემა სამხარეო პროპორციული სისტემით. ამით აღდგენა ამომრჩევლის ხმის წონის თანაბრობა ანუ თანაზომად ოლქებში იქნება არჩევნები, შეიქმნება მიღებული ხმებისა და მიღებული მანდატების პროპორციული შესაბამისობა და არ იქნბება ხმების დანაკარგი. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. სწორედ ამ მიმართვის შეტანა ხდება ხვალ პარლამენტში“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება შეურეთდება საერთო კონსენსუსის შედეგად მიღებულ ინიციატივას და ერთხმად მიიღებენ ცვლილებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მნიშნელოვანი ცვლილება სისტემაში.
,,ეს არის უპრეცედენტო კონსენსუსი, როცა მთელი ეს საზოგადოება თანხმდება ერთიან ვერსიაზე თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და გადაიდგას ნაბიჯი უკეთესობისკენ. საუბარია იმაზე, რომ დღეს არსებული მაჟორიტარული წესი შეიცვალოს პროპორციულით, საიდანაც 75 დეპუტატი უნდა არჩეულ იქნას საერთო პროპრორციულით, ხოლო მეორე 75 სამხარო პროპორციული წესით.
ძალიან კომიკურად ჟღერდა უმრავლესობის ზოგიერთი წევრის კომენტარი, რომ თურემ არსებული საარჩევნო სისტემა ძალიან კარგია და შერეული სისტემა ეს არის ოპტიმალური. მათ დაავიწყდათ, რომ ისინი ცოტა ხნის წინ სხვა პოზიციაზე იყვნენ, როცა ამ სისტემას უწოდებდნენ უსამართლოს, საშინელს და ა.შ. ამდენად, ხელისუფლების ხელშია ყველაფერი, მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - ან უთხრან უარი საერთო კონსენსუსის წესით მიღებულ გადაწყვეტილებას, ან დაეთანხმონ და კიდევ ერთი უპრეცედენტო რამ დაუშვან, როცა ერთხმად მიიღებენ მნიშვნელოვან ცვლილებებს საარჩევნო გარემოში, რაც გამოიხატება საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური შეცვლით“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






