საკითხის ჩაგდების შემთხვევაში რითი უპასუხებს პრეზიდენტის რეზიდენციაში შემდგარი ერთობა
პოლიტიკა - 19:48, 01 Jun, 2015     1399
მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებთან დაკავშირებით კვლავაც გაურკვეველია. მმართველი გუნდის დღევანდელ პოზიციას გამოხმაურება მოჰყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაში.

ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს აწყობს მაჟორიტარული არჩევნები. ბაჩუკი ქარდავას თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები ხელისუფლებისთვის არის საშუალება, დარჩნენ უმრავლესობაში.

"ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ნებისა და გემოვნების საკითხი, ეს უკვე საზოგადოების ინტერესის სფეროა, რადგან ხალხმა იცის, რომ ცვლილებების ერთადერთი შესაძლებლობა არის სამართლიანი არჩევნები. ყველა ხელისუფლების პირობებში იყო მუდმივი ბრძოლა იმისათვის, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, სწრორედ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ჩვენთან ერთად ისინი ითხოვდნენ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, იმას, რაზეც დღეს უკვე უარს ამბობენ, საუბარია მაჟორიტარულ სისტემაზე. ხელისუფლებამ, რომელმაც იცის რომ შეიძლება საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგოს და ვერ მოიპოვოს დიდი მხარდაჭერა ის აქცენტს აკეთებს მარადიულ დეპუტატებზე, რომლებიც ყოველთვის არიან მისთვის მართვადები და არმოპოვებული ხმებით სურს მოიპოვოს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში. ეს მარტივი ფორმულაა - ვერ იგებ არჩევნებს, მაგრამ გაქვს ძალა და ეს მარადიული დეპუტატები გაძლევენ იმის შანს, რომ იყო ხელისუფლებაში,"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

ახალი მემარჯვენეები კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ იმისათვის, რომ კანონზე მუშაობა დაიწყოს 2 გზა არსებობს.

"საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის მათი დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება, ან პოლიტიკური ნება, რომელსაც განაპირობებს ბატონი ივანიშვილი, ეტყვის რა უმრავლესობას, რომ ასე გააკეთონ. არსებობს მეორე ვერსია, რონ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახიდნოს კონსოლიდაცია ამ სამართლიანი და დემოკრატიული სისტემის დასაცავად და აიძულონ ხელისუფლება, ნებით თუ არა, ძალით მაინც გააკეთონ."- აცხადებს მამუკა კაციტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42