თავდაცვის ყოფილი მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ უწოდებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალის წაყენება დანაშაული ნიშნების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ ალასანიამ ექსპერტთა კლუბის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ცხადი და აშკარაა, რომ პროკურატურას პოლიტიკურად მოტივირებული საქმე დაენგრა. ბრალის წაყენება ვერ ხერხდება იმიტომ, რომ არ არსებობს დანაშაულის ნიშნები. უბრალოდ, გულსატკენია, რომ ამდენხანს, უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში. ეს მაგალითია იმისა, რომ არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა, იმისგან რასაც ვებრძოდით და შევცვალეთ 2012 წელს. ის ხელმძღვანელი პირები, ვინც ასეთ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, პროკურატურა აქციეს აქილევსის ქუსლად ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში“, - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






