საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს უკრაინასთან ურთიერთობას არ გააფუჭებს.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღება უკრაინის სუვერენული უფლებაა.
„რაოდენ დიდი არ უნდა იყოს რეფორმატორობის პროექტი და იდეა უკრაინაში ე.წ. რეფორმების გატარებისა, რომელიც ბოლო ინფორმაციის საფუძველზე ეჭვქვეშ არის და ამის თაობაზე ძალიან ბევრი გამოხმაურებები გვაქვს, მინდა ვთქვა, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, მიმაჩნია, რომ ეს არაადეკვატური დამოკიდებულებაა ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ...თუმცა ოფიციალური თბილისი არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






