საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს სპეციალური წერილით გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გუბერნატორის მოადგილის, კობა არაბულის მიერ გამოთქმული ბრალდებების დეტალურად შესწავლა დაავალა.
„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ კონკრეტული ფაქტების გადამოწმებისა და შესწავლის შემდეგ, სამინისტრო საზოგადოებას აცნობებს შემოწმების შედეგებს. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითთმართველობების მიერ კონტროლირებად ტენდერებს, სამინისტრო განმარტავს, რომ ვინაიდან, ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ მხრივ სრული ავტონომია გააჩნიათ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მასში ჩარევის უფლება არ აქვს.
"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






