„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების ფაქტს გამოეხმაურა. ჭიაბერაშვილის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობას არ მიანიჭებს, ეს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იქნება განპირობებული.
„როგორც უკრაინის, ასევე საქართველო კანონმდებლობა უშვებს, რომ პირს ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. თუკი საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიანიჭებს და არ დაუტოვებს საქართველოს მოქალაქეობას, ეს იქნება მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივებით განპირობებილი.
ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი ამოძრავებს გარდა მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პირადი შურსიძიებისა არის ყველასთვის ნათელი, ამიტომ დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიირებს საქართველოს ხელისუფლება.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






