ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელის გიორგი ტუღუშის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებზე მოქალაქეობის დაკარგვა გავლენას ვერ მოახდენს.
ამის შესახებ ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როდესაც პირი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მას საქართველოს მოქალაქეობა უწყდება, თუმცა ამას მთელი რიგი ფორმალობები სჭირდება. ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილი რჩება საქართველოს მოქალაქედ. სააკაშვილს შეიძლება, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს და ესეც საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა მიხეილ სააკაშვილს თავად უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მიმართოს და მოითხოვოს ორმაგი მოქალაქეობა. ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მოქალაქეობის დაკარგვა არანაირ გავლენას არ ახდენს იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც მიმდინარეობს“, - განაცხადა ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები






