შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სიცრუეს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მას სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.
თალაკვაძე ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტმა იხუმრა.
„არა მგონია ეს სერიოზული განცხადება იყოს. ვფიქრობ ხუმრობაა, რომელიც ჟურნალისტებმა მიიღეს სერიოზულად. ამას გამოვრიცხავ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სკანდალური ფაქტი, რომლის შესახებაც მიხეილ სააკაშვილი გადაცემა ,,არჩევანში“ საუბრობს. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მასზე თვალთვალის მიზნით, საქართველოდან უშიშროების თანამშრომლები გააგზავნეს
"გამოაგზავნეს სუსის თანამშრომლები, რომ ჩემზე ეწარმოებინათ დაკვირვება. რამდენიმე ქვეყანამ ისინი დააკავა და ერთ ქვეყანაში დღემდე ზის სუსის მაღალჩინოსანი და არ უშვებენ,"-აცხადებს სააკაშვილი, თუმცა არ აკონკრეტებს იმ ქვეყანას, რომელმაც უშიშროების თანამშრომლები დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






