"მკვლელობა კიდევ მოხდება"- ინაშვილი საქართველოში უკრაინელების შემოსვლის გაკონტროლებას ითხოვს
პოლიტიკა - 15:04, 01 Jun, 2015     4668
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების გზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად „ნაციონალური მოძრობა“ ყველანაირ ხერხს გამოიყენებს:

„ნაციონალები ყველაფერზე არიან წამსვლელნი, მაგრამ არაფერი გამოუვათ. იმიტომ რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ! სხვათა შორის თბილისში სხვადასხვა დისლოკაციის ადგილებში გადანაწილებულნი არიან ნაცმოძრაობის ძველი ზონდერები, რომლებსაც სერიოზული შეიარაღება გააჩნიათ და ხელისუფლება რატომღაც მათ ამ იარაღს არ ართმევს. მეტსაც გეტყვით, ბოლო პერიოდში საქართველოში მრავლად არიან შემოსულნი უკრაინელები და ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს, რა კატეგორიის ხალხი კვეთს საქართველოს საზღვარს, იმიტომ, რომ ეს უკრაინელები ტურისტებად შემოვიდნენ თუ „ბოევიკებად“ საკითხავია!

არ დაგვავიწყდეს, რომ უკანასკნელ პერიოდში თბილისში ორი დიდი ტრაგედია მოხდა, მოკლეს იური ვაზაგაშვილი და ბესო ხარძიანი! ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ- თბილისში კიდევ მოხდება ხმაურიანი პოლიტიკური მკვლელობა , რაც საქართველოში უმართავ პროცესებს გამოიწვევს. ამას ჰაერში კი არ ვამბობ, კონკრეტულ ინფორმაციებს ვეყრდნობი!“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

წყარო „ასავალ-დასავალი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42