ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლინა.
ილია მეორემ დღესვე არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი ნიკორწმინდის ეპისკოპოსად აკურთხა.
პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელოვაზე ისაუბრა.
„დღეს უხვად გადმოდის სულიწმინდის მადლი საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე. გადმოდის იმისთვის, რომ მოხდეს ფერისცვალება ყოველ ჩვენთაგანში, რომ კეთილმა იმეფოს ქვეყანაზე. თქვენ კარგად ხედავთ, რამდენად რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, სულიერ პრობლემებს ემატება მატერიალური პრობლემები. ბევრს უჭირს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დატოვებს საქართველოს. დღეს განსაკუთრებით ხარობს რაჭა, აღსრულდა განგება ღვთისა და ღმერთმა ინება და დაუდგინა მას ახალი ეპისკოპოსი“, - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






