გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ ერთობლივ მემორანდუმს ხელი 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა.
დოკუმენტის ავტორები საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმის შეცვლისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია მაჟორიტარული სისტემის შეცვლისა და პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.
საპრლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად დაიწყოს მუშაობა.
შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში აუცილებელია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს.
მემორანდუმს არ შეერთებია და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას არ იზიარებს მმართველი კოალიცია. "მყარი პოზიცია არსებობს უმრავლესობაში, რომ 2016 წლის არჩევნებში თუ დარჩება მაჟორიტარული სისტემა 50 პრიცენტიანი ბარიერი იქნება," - განაცხდა ანი მიროტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






