2%-იანი ზრდის შემთხვევაში საქართველო არ იარსებებს - პეტრე ცისკარიშვილი
პოლიტიკა - 13:19, 01 Jun, 2015     659

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქტატის მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მარტში და თებერვალში, 4 %-ზე მეტი ზრდა არ გვქონია.

დეპუტატის თქმით, რიცხვების მანიპულირება მარტივია, თუ ვთქვათ, აპრილის ბრუნვებს მარტს მიაწერენ და ამით მარტის მონაცემებს გაზრდიან, ან თუ შარშანდელ ინვესტიციას იანვარს ან თებერვალს მიაწერენ და ამ თვეების მონაცემებს აღნიშნული მეთოდით გაზრდიან.

„მიუხედავად ასეთი მანიპულაციისა, წლის ბოლოს, რა თქმა უნდა, მათ მთლიანი ციფრის გაზრდა უჭირთ. ამიტომ, იძულებულები გახდნენ აპრილში დააფიქსირონ შენელებული, გაჩერებული ეკონომიკური ზრდა და ეს ციფრი 0,9%-ში გამოიხატა. ეს მეტნაკლებად რეალისტური მონაცემია, რადგან ჩენი ეკონომიკა გაჩერებულია.

0-დან 2-%-მდე ეკონომიკის ზრდის მერყეობა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები თანდათან იკარგება. 2%-იანი ზრდის შემთხვევაში, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, ჩვენ უბრალოდ აღარ ვიქნებით და საქართველო არ იარსებებს, რადგან ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნები განვითარდებიან და ხალხის გადინება მოხდება“, _ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

იგი შეეხო იმპორტისა და ექსპორტის თემასაც და აღნიშნა, რომ ამ სფეროშიც ქვეყანას კატასტროფული კლება აქვს.

დეპუტატის თქმით, იმპორტის შეფერხება ხელისუფლება სპეციალურად ცდილობს, რათა ამ მეთოდით ლარის კურსი დაიჭიროს - „მათ ჩათვალეს, რომ არ აქვთ საშუალება გაზარდონ ექსპორტი, ტურიზმი, ინვესტიცია და ამცირებენ იმპორტს.

თუ კიდევ გაგრძელდება იმპორტის კლება, ლარი დასტაბილურდება, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობას ექნება ნაკლები მსყიდველუნარიანობა, ანუ იმპორტირებულ პროდუქტის შეძენა შეფერხდება“, _ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42