საგარეო უწყებაში მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი უკრაინასთან ურთიერთობას არ დაძაბავს.
ამის შესახებ ტრადიუციულ ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
„ეს არის უკრაინის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება. ეს მოგვწონს ჩვენ თუ არა, ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელიცაა. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან და იმ მეგობრული, ისტორიული კავშირებიდან, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვს. არანაირმა სხვანაირმა ან რაღაც გადაწყვეტილებებმა არ უნდა იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაგრძელდება. უკრაინა დღეს მძიმე მდგომარეობაშია. მას გვერდში დგომა სჭირდება და საქართველოს ხელისუფლება მზადაა ყოველთვის მათ გვერდზე დაუდგეს“, - განაცხადა კერესელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






