ოდესის ახალი გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, მისი შესაძლო პრემიერობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და მას „სისულელე“ უწოდა.
„რა სისულელეა, მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები უკრაინაში“ - განაცხადა სააკაშვილმა კიევის ურბანული პროექტების ფესტივალის შემდეგ.
მისივე თქმით, „ოდესის პროექტის“ დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებასა და საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ბორისლავ ბერიოზამ „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშილმა უკვე შემოდგომაზე შესაძლოა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.
შეგახსენებთ, 30 მაისს პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






