რაც შეეხება ყოფილი ქართველი მაღალჩინონების დანიშვნას, სააკაშვილი ჯერ-ჯერობით არცერთ გვარს არ განიხილავს თანამდებობაზე და აპირებს, რომ უკრაინელ მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ, უკრაინელი ახალი სახეები დანიშნოს თანამდებობებზე. სააკაშვილი სწორედ ამ მიზნით მიემგზავრება დღეს კიევში. მისი თქმით, ოდესის ოლქში ყველა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი წარმომადგენლები დაინიშნებიან კონკურსის წესით.
,,უკრიანის ბედი მეტწილად წყდება ამ რეგიონში. პუტინის გეგმაა უკრიანა მოწყვიტს ზღვას, ოდესა ჩაკეტონ და წაიღონ. ღმერთმა არ ქნას ეს, რადგან საქართველო შეიძლება საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, ვინაიდან თუ უკრაინასთან მისასვლელი არ გვექნა, ჩვენი ტვირთების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ რეგიონს გადის. ზუსტად იგივე გამოწვევებია აქ, რაც საქართველოს ჰქონდა, იგივე გარემოებებია, რაც ჩვენ გვქონდა 2004 წელს. ამიტომ აქ შედეგის დადგება ნიშნავს მართლაც უკრაინის გადარჩენას და თავისთვად საქართველო გადარჩენას“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






